RSS

ზოოპარკის ახალი მკვიდრი მარტა :)

31 Mar

maimuniთბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა. ახალდაბადებული ზოოპარკის თანამშრომლებმა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ვოლიერიდან გამოიყვანეს.

“მიეგებეთ ჩვენს ახალშობილს, მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას! ამ პაწკუნტელა ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა გულიკო ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს ცუნცულიკას”, – ამ ინფორმაციას აქვეყნებს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჰამადრილი  ნამდვილი პავიანების გვარის მაიმუნია. მისი სიმაღლე 80 სმ-მდეა, წონა 20-30კგ. ცხოვრობენ აფრიკასა და აზიაში. საკმაოდ ავია, ძნელად თვინიერდება. მეცნიერები გამოიყენებენ, როგორც ექსპერიმენტულ ცხოველს

ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. მდედრის მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s