RSS

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე მდინარე ჩიხურას ხეობაში

22 Mar

წყალიი 22 მარტს, კვირას წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს თსუ-ეკო კლუბი პროექტ ,,დიდი ნახტომის”  ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC),  გაემგზავრა საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ სხვიტორში მდინარე ჩიხურას ხეობის დასასუფთავებლად. მიმდინარე წელს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი. სიმბოლური იყო თსუ-ეკო კლუბის იქ გამგზავრებაც. აკაკი წერეთელს „ჩემი თავგადასავალში“ მდინარე ჩიხურაზე უწერია: “ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ეს იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.“  სამწუხაროდ, იქ ახლა რადიკალურად სულ სხვა სურათია. აღმოჩნდა, რომ ორი სოფელი – სხვიტორი და ჩიხა იყენებს მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად, მდინარე სხვადასხვა ნარჩენებით არის დანაგვიანებული.

მდინარე ჩიხურას წყლის დასუფთავების აქციის თანაორგანიზატრები იყვნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჩხერის 2 საჯარო სკოლის დირექტორი ლიკა გომართელი, სკოლის 11-12 კლასის მოსწავლეები, საჩხერის წყალკანალის მთავარი ინჟინერი- მერაბ ზაბახიძე, საჩხერის კულტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხეიძე. წყლის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გააშუქა სამაუწყებლო კომპანიამ- „იმერვიზია.“ თსუ- ეკო კლუბისა წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა აქციის შემდეგ საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში დაწერეს Big Jump Challenge-ს (,,დიდი ნახტომის შეჯიბრი”) ინიციალები -“BJC.”

თსუ-ეკო კლუბმა საჩხერის 2 საჯარო სკოლაში ლექცია ჩაატარა მსოფლიოს წყლის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო სკოლის აქტიურ მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. აღსამიშნავია, რომ დიდი ნახტომის შეჯიბრის ფარგლებში თსუ-ეკო კლუბი სამომავლოდაც აპირებს ამ და სხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელებას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s