RSS

ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესია იმართება

24 Mar

IMG_0416საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის  კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესიას მართავს. სამუშაო სესიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მონაწილეებს მომავალ გეგმებს გაუზიარებენ, ტრენინგი 23 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდება.

ტრენინგ-პროგრამის პირველი ნაწილი  თვითმმართველობის ერთეულებში ახლად დანიშნული საკონტაქტო პირებისათვის არის განკუთვნილი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეეხება, ხოლო მეორე ნაწილი კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გზამკვლევის შემუშავებას,  სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სივრციითი დაგეგმარების საკითხებს მოიცავს.

მუნიციპალიტეტებში პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას  საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s