RSS

გასულ საუკუნის დასაწყისში, აქ ადამიანებს ხვრეტავდნენ და იქვე ასაფლავებდნენ

19 დეკ

stadioni 002ოლიკო ცისკარიშვილი

“ვაკის სტადიონი” ხშირად ასე მოიხსენიებენ, მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას 2009 წელს, 49 წლიანი იჯარით გადასცა, წინა ხელისუფლების დროს, თბილსის მერიამ, კერძოდ კი, გიგი უგულავამ. ამაში არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონი მხოლოდ ფეხბურთის გუნდებს ეკუთვნით და საქვეყნოდ ცნობილი და განთქმული მერაგბეები სტადიონის გარეშე დარჩნენ. რომ არა ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნება, რაგბი  ამ სტადიონზე ვერ გაიმართებოდა. ხან მინიმალურ თანხას იხდიან, ხან კი სულ უფასოდაც თამაშობენ და ერკინებიან საქართველოს მორაგბეთა გუნდი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოწინააღმდეგებს.

stadioni 001ზაალ გიგინეიშვილი, უხუცესი ჟურნალისტი, ფეხბურთის ფედერაციის გაზეთის “ჩვენი თამაშის” რაგბის მიმომხილველი, ერთადერთი აღნოჩნდა, ვინც ვაკის სტადიონის ისტორია ზედმიწევნით იცოდა, ბევრი ძიების შემდეგ, მას რაგბის კავშირში მივაკვლიე.

“ამის ადგილზე სხვა იყო… – გვეუბნება და ზუსტ წელს იხსენებს, – დაახლოებით 1910 წლიდან იწყება ვაკის სტადიონის ისტორია.”

ამჟამად, სადაც რაგბის კავშირი და სპორტის სამინისტრო მდებარეობს კადეტთა კორპუსი ყოფილა. იქ კი, სადაც ახლა სტადიონია, პლაცი იყო. ამჟამინდელ სტადიონის ადგილას, ოდითგანვე ბუნებრივად დიდი ოვალი ყოფილა, კადეტთა კორპუსი სავარჯიშოდ იყენებდა. მერე კი, 11916 წლიდან “შევარდენმა” აითვისა და აქ ვარჯიშობდნენ, 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ერთი წლისთავი, სწორედ ამ სტადიონზე აღინიშნა, დიდი ზარ-ზეიმითა და აღლუმით.

“ეს ადგილი ცარიელი ადგილი იყო, ქალაქგარეთ, აქ უბრალოდ პოლკი იდგა და იქით ვარჯიშობდნენ. ადგილს ერქვა ვაკის სტადიონი. ვაკის პარკთან რომ ბილიკია იქ წყნეთში მიმავალი გზა იყო, აქ თამაშობდნენ ფეხბურთსაც და თურმე რაგბსაც. ვაკის სტადიონის ტერიტორიაზე სამი სტადიონი ეტევა. მაშინ ეს ერთიანი სივრცე იყო. 1924 წელს ბოლშევიკები ამ ფერდობებზე ხალხს ხვრეტავდნენ და მანდვე ასაფლავებდნენ,” – იგონებს ზაალ გიგინეიშვილი.

უკვე 1930 წელს  საქართველოს პოსტსაბჭოს ნაგებობა ერქვა, ვარჯიშობდნენ სტუდენტები და  ნორმატივებსაც აბარებდნენ. მთავარ სტადიონს “სპარტაკის” სტადონი ერქვა.

“მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ომის მერე ვაკის იპოდრომი დაარქვეს. სტადიონზე ცხენბურთსაც კი თამაშობდნენ. 1949-ში გადაწვიტეს აეშენებინათ “ნაუკას სტადიონი” – გახსნეს 1956 წლის 8 ნოემბვერს, ამასობაში “ნაუკა” “ბურევესტნიკ”-ს შეუერთდა და ვაკის სტადიონს დაარქვეს “ბურევესნიკი”, ქართულად ქარიშხალა,” – ამბობს გიგინეიშვილი.

სტადიონს ტრიბუნა სამი მხრიდან ჰქონდა, გეგმაში იყო მეოტხეს აშენებაც, რათა ოვალი შეეკრულიყო. მის მაგივრად, დადგეს პატარა ტრიბუნა, რომლის იქით იყო სათადარიგო მოედანი, იმის იქით კიდევ მესამე მოედანი (ეხლა ამ ადგილას ფრანგული სკოლაა).

პატარა ტრიბუნას პერიოდულად ანახლებდნენ. გააკეთეს უკეთესი და დაარქვეს ჯუნგლები. სწორედ, ამ ჯუნგლებმა უმასპინძლა 1961-ში ხრუშოვს. მისი ჩამოსვლისას აქ გაიმართა დიდი აღლუმი… სწორედ მაშინ დაიგდა ის ოთხი დიდი განათების ანძა, რომელიც დღემდე ემსახურება სტადიონს.

ვაკის სტადიონზე თამაშობდა “ლოკომოტივი”, “დინამო” იმ იშვიათ წლებში, როცა “დინამოს” სტადიონი დანგრეული იყო, ან რემონტდებოდა.  1968 წელს “დინამოს” სტადიონი დაანგრიეს და ქართული ფეხბურთი რვა წლის განმავლობაში ვაკის სტადიონზე ცოცხლობდა. ამის გამო, სტადიონი კიდევ ერთხელ კეთილმოეწყო, სადაც ტარდებოდაფეხბურთი და რაგბი. მთავარ სტადიონზე მძლეოსნური სექტორიც ფუნქციონირებდა.

1966 წლის მაისი ბოლოს სტადიონი რკინიგზას გადაეცა, რადგან რკინიგზას ჰყავდა პირველ ლიგაში მოთამაშე, ერთ-ერთი ძლიერი გუნდი, საბჭოთა კავშირის მასშაბით. სტადიონს სახელი გადაექვა – “ლოკომოტივი”.

“ლოკომოტივი” სტადიონზე სტუდენტებს უფასოდ ავარჯიშებდა. ზოგჯერ გაკვეთილებიც კი ტარდებოდა. რკინიგზის საზოგადოება “სპორტკლუბი ლოკმოტივი”  2005 წელს გაუქმდა.

“ზვიადის შემდეგ, სტადიონი  ხან მხედრიონელებს სქონდათ… ხან ვის და ხან ვის. ხან სამეფო ოლიმპიურ სოფელს აკეთებდნენ, საჰაერო ბუშტებით უნდოდათ ფრენა… 1996-ში გიო ქინქლაძის მამამ, რობინზონმა, აღადგინა ფეხბურთის გუნდი,” – იხსენებს ზაალ გიგინეიშვილი, – რაგბიც სულ ტარდებოდა. კაკო ჩხეიძემ, რომელიც რკინიგზის უფროსი იყო, 1999-ში მთლიანად დაანგრია სტადიონი და სრულიად ახალი ააშენეს. მთავარი მოედანი მარჯვნივ გამოწიეს, მძლეოსნობის სექტორი აღარ აქვს. მეორე მოედანი ოდნავ მოიწია. ახლა იქ ფრანგული სკოლაა. სტადიონს მხოლოდ ორი მოედანი აქვს – რაგბიც ეტევა, ფეხბურთიც. ახალი სტადიონი,  2001 წლის მაისში გაიხსნა. რაგბი, ახალ სტადიონზე, პირველად ჩატარდა 2001 წლის ნოემბერში.”

ახალ სტადიონს 24 ათასს მაყურებელზე აქვს გათვლილი სკამები. კეთილმოწყობილი გასახდელები და მოვლილი შესასვლელი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

“ადრე 40 ათას იტევდა, მაგრამ ეს იმის გამო, რომ რიგები ბეტონის იყო და ხის სკამებზე ამდენია დამიანი ეტეოდა. ეხლა კი ინდივიდუალური, პლასმასის სკამებია და ტევადობა დავიდა 24 ათასზე.” – გვეუბნება გიგინეიშვილი და თვალებგაბრწყინებული გვიყვება ქართველ მორაგბეთა უამრავ წარმატებაზე, რომელიც ამ სტადიონზე მოუტანა მორაგბეებმა ქართველ გულშემატკივრებს. ზაალი იმასაც გვიყვება, რომ საქართველოში 12 ათასი ადამიანი თამაშობს ფეხბურთს, რაგბს კი, რომელიც არც თუ ისე იოლი სათამაშოა და დიდი ძალისხმევა სჭირდება 7 ათასი. მათ შორის სუსტი სქესის წარმომადგენლებიც. მათი რიცხვი სულ რაღაც ასამდე აღწევს. ისინი, კარგი მოთამაშეები თუ არა, გამოცდილები არიან და კარგი მსაჯები გამოდიან, ირწმუნება ზაალ გიგინეიშვილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s