გუშინ, 17 ოქტომბერს, კომპანია “რიჩ მეტალს გრუპის” ,,არემჯი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, სპეციალური საინფორმაცია ტური ყველა დაინტერესებული მედიასაშულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის საყდრის- ყაჩაღიანის ობიექტზე მოეწყო. ღონისძიება საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო შექმნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით ჩატარდა.
ჟურნალისტებმა ის სადაო ბორცვის მოინახულეს, რომელზეც ამჟამად, სამთო-გეოლოგიური სამუშაოები შეჩერებულია. ქართველმა გეოლოგებმა, აღნიშნული სიტუაციასთან დაკავშირებით, მედია საშულებების წარმომადგენლებს, თავიანთი შეხედულებები გააცნეს.
გეოლოგი დავით მელაშვილი გვიყვება, რომ საყდრისის ტერიტორია ზონებად არის დაყოფილი, ნაპრალებით ხდება ყველა უბნის გადაკვეთა. არქეოლოგიური ძეგლი, რომელზეც ხმაურია ატეხილი 30 სანტიმეტრიანი სიგანის ნაპრალთა სისტემას წარმოადგენს. არქეოლოგების ნაწილი თვლის, რომ ოქროს მოიპოვებდნენ ლილიპუტი ადამიანები 5000 წლის წინ, ვინაიდან ამ ვიწრო ნაპრალებში შეუძლებელია ზრდასრული ადამიანის გადაადგილება და მათივე თვალსაზრისით, ისინი ანთებდნენ ცეცხლს, ახურებდნენ ქანებს და შემდეგ ასხამდნენ წყალს, ასეთი წესით შლიდნენ ქანებს და მოიპოვებდნენ ოქროს.
,,გასული საუკუნის, 80-90 იან წლებში გვირაბის გაყვანის და სინჯების აღების დროს, ვიყენებდით ფოლადის იარაღებს ასევე ვაწარმოებდით ბურღვით და აფეთქებით სამუშაოებს. რაც შეეხება ოქროს მარაგს ერთი ტონა ქანის მოჭრისას ერთ გრამ ოქროს მივიღებთ. კომპანიისთვის კი ეს კარგ შემცველობათ ითვლება,“ – ამბობს გეოლოგი დავით მელაშვილი, რომელიც გასული საუკუნიშ 90-იან წლებში თავად მუშაობდა ამ ობიექტზე.
არჩილ კბილაშვილი, კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი იუწყება, რომ ძეგლს უნდა ჩაუტარდეს სრული არქეოლოგიური შესწავლა. შედგეს ანგარიში, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორს წარედგინება.
“კულტურის სამინისტრო იმსჯელებს, იმსახურებს თუ არა მოცემული ბორცვი, ძეგლის ხარისხში აღზევებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში სამუშაოები შეჩერდება, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სამუშაოები გაგრძელდება,” – ამბობს არჩილ კბილაშილი.
შეგახსნებთ, რომ ,,საყდრისთან“ დაკავშირებით, საპროტესტო ტალღა აგორდა 2013 წლიდან, როცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, საყდრისს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 2006 წელს საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს, ძეგლის სტატუსი კომისიის გადაწყვეტილების გარეშე მიენიჭა, რაც მაშინ მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევა იყო.
საყდრისის დამცველები კი იმედოვნებენ, რომ საყდრისს დაუბრუნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მოამზადეს: ნათია კაცაძემ და მარი ანთიძემ