RSS

Daily Archives: 21/10/2014

ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში – კლიმატის ცვლილების მიტიგაცია

darge qarsacaviპროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გეო-ეკო ალიანსის“ მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების ფონდის, მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ქარსაცავი ზოლების გაშენების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეკო-ბანაკების ორგანიზება, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ხეების ამორგვასა და გადარგვის აქტივობების განსახორციელებლად.

Read the rest of this entry »