პროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია გეო-ეკო ალიანსის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.
პროექტი დაფინანსებულია გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ, რომელიც 19 გამარჯვებულ პროექტში დასახელდა, მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.