შპს „არბო 2009“ საზოგადოებას მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, შეცდომაში არ შევიდეს. როგორც „კვირას“ „არბო 2009“-ის დირექტორმა დავით ჭრელაშვილმა განუცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს “მადას” ხორცის ნახევრადფაბრიკატებში პათოგენური მიკროორგანიზმის აღმოჩენის ფაქტმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. მისი თქმით, შპს „არბო 2009“ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს, რომლის რეალიზაციას საკონდიტრო მაღაზია „მადაში“ ხდება. ჭრელაშვილი განმარტავს, რომ საწარმოს და საკონდიტროს ერთნაირმა დასახელებამ დაბნეულობა და მათი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.