RSS

ხორცპროდუქტების მწარმოებელ „მადას“ საკონდიტრო მაღაზია „მადასთან“ კავშირი არ აქვს“

10 Oct

10721089_729464227142496_330453309_nშპს „არბო 2009“ საზოგადოებას მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, შეცდომაში არ შევიდეს. როგორც „კვირას“ „არბო 2009“-ის დირექტორმა დავით ჭრელაშვილმა განუცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს “მადას” ხორცის ნახევრადფაბრიკატებში პათოგენური მიკროორგანიზმის აღმოჩენის ფაქტმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. მისი თქმით, შპს „არბო 2009“ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს, რომლის რეალიზაციას საკონდიტრო მაღაზია „მადაში“ ხდება. ჭრელაშვილი განმარტავს, რომ საწარმოს და საკონდიტროს ერთნაირმა დასახელებამ დაბნეულობა და მათი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.

შპს „არბო“ მათ მომხმამრებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას შპს „მადას“ ხორცის ნახევრადფაბრიკატებთან კავშირი არ აქვს. „შპს „მადას“, რომელსაც დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა, არავითარი კავშირი არ აქვს საკონდიტრო მაღაზია „მადასთან“, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენ ვართ შპს „არგო 2009“, რომელიც საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. მინდა ავღნიშნო, რომ დღეს არასწორად მოხდა ამ ინფორმაციის აღქმა, რამაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. ჩვენ არ ვაწარმოებთ ხინკალს, ქაბაბს, პელმენს და არანაირ ხორცპროდუქტს. ჩვენ ვართ ხაჭაპურის, ტორტებისა და ნამცხვრების მწარმოებელი ფირმა. მოსახლეობამ ცუდად აღიქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ჩვენ სააგენტოსთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. სამწუხაროდ დასახელებები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ დავზარალდით, რადგან ჩვენი საკონდიტრო უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე შპს „მადა“, რომელიც საშიში პროდუქტების სიაში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი დღეს ჩვენს გაყიდვებზეც აისახა, მომხმარებლები საკონდიტროში შეშფოთებულები მოდიოდნენ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებლებს, ის პროდუქცია, რომელსაც შპს „არბო 2009“ აწარმოებს და იყიდება საკონდიტრო „მადაში“, არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებული. ჩვენი საკონდიტრო მუშაობს 2009 წლიდან და მას მსგავსი პრობლემა არასოდეს ჰქონია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გაუგებრობა მალე ამოიწურება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს შეცდომაში უნებლიედ შევიდა, ამას გაგებით მოეკიდება“, – განუცხადა „კვირას“ ჭრელაშვილმა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s