“გარეთ ვისხედით, შებინდებული იყო და უცებ საშინელი ხმა გავიგეთ, გვიახლოვდებოდა, გაქცევასაც ვერ მოვასწრებდით. გაოგნებულები ვუყურებდით როგორ მოდიოდა ქვა-ღორღი. ამ ქვა-ღორღს როგორი ხმა ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?” – გვიყვება 69 წლის მ. ძაბისაშვილი.
დუშეთის რაიონში “ბულაჩაურის დაჩებზე”, რამდენიმე თვის წინ, ღვარცოფი მოვარდა. ადგილობრივების თქმით, იმ ღამესვე “დუშეთის მთელი უფროსობა” იქ იყო. ერთ ოჯახს მთლიანად დაუნგრია სახლი. შენობის ნახევარზე მეტი ქვითაა დაფარული. მეზობლებმა მარტო საბნების გადარჩენა მოახერხეს. “კიდევ კარგი, იმ ღამეს თბილისში იყვნენ, თორემ არც ერთი არ გადარჩებოდა ცოცხალი,” – ამბობენ მეზობლები და ქვა-ღორღით სავსე სახლისკენ მიგვიძღვებიან.
“სამი ოჯახი ვართ ამ დღეში. საბოსლემ გააჩერა ქვა-ღორღი, თორემ სულ წაიღებდა სახლს, მარტო მანქანები რომდადიან ისეთი მტვერი და მხაურია ვერ წარმოიდგენთ… ეს ქვა-ღორღი მაიცნ გაიტანონ, თუ არ გვეხმარებიან,” – ჩივის ქვა-ღორღზე გადმომდგარი მოხუცი ქალბატონი…