დღეს, საღამოს, ქალაქ ლაგოდეხის დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ გუჯარეთთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის სიღრმე მდებარეობდა 10 კიმ სიღრმეში.
მიწისძვრისგან გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები კარგად იგრძნობოდა ლაგოხეხშიც.