გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. პროექტ “მწვანე კედლის” წარმომადგენელი ნინო მეგრელიშვილი, იმედის თვალით უყურებს მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მოქმედებებს და იმედოვნებს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც აიღებენ მათგან მაგალითს. იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ქარსაცავი ზოლები, მაგალითად კახეთში, სადაც როგორც ყველა რეგიონში, ისე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტშო, 90-იან წლებში უმოწყალოდ გაიჩეხა ქარსაცავი ზოლები. ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში, ქარსაცავი ზოლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, ამ საკითხის ირგვლივ შიდა ქართლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. Read the rest of this entry »
Daily Archives: 09/11/2013
“მწვანე კედელი” გორში
ცენტრი „აფხაზეთი“ საგრანტო კონკურს აცხადებს
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მცირე გრანტები მოიპოვონ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ეგრეთწოდებულ ბუფერული ზონის, ისე საზღვრისპირა სკოლების მოსწავლეებს შემდეგი სოფლებიდან: შავშვები, ახალდაბა, ზერტი, შინდისი, ტყვიავი, ხიდისთავი, ტირძნისი და მეჯვრისხევი. Read the rest of this entry »