თბილისის ზოოპარკის ბინდარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისის ზოოპარკის ონლაინ გვერდზე ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება”, – ნათქვამია განცხადებაში. Read the rest of this entry »