საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა საზღვრისპირა სოფლებში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ახალგაზრდულ კლუბებს გრანტები გადასცეს და სხვადასხვა სახის ინვენტარი ჩაუტანეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ. თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება ცენტრმა „აფხაზეთმა“ კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოავლინა. გამარჯვებული სკოლის კლუბები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ დააჯილდოვა. Read the rest of this entry »