RSS

Monthly Archives: დეკემბერი 2013

გილოცავთ დამდეგ 2014 წელს

axali weliგილოცავთ დამდეგ 2014 წელს. დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში გვედგა, ვინც გვითანაგრძნობდა, სიტყვით მაინც, თუ ვერ შეძლო საქმით…

დიდი მადლობა ჩვენს მკითხველს, ერთგულებისთვის…

არავინ იცის როგორი იქნება 2014 წელი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ამ პორტალისთვის… Read the rest of this entry »

 

ფოტორეპორტაჟი – ნასოფლარი უფლისციხესთან

uflis 001ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემთვის მართლა აღმოჩენა, იყო…

უფლისციხესთან, გვირამის იქით, საცალფეხო ბილიკის გავლით, პირდაპირ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარი ყოფილა… დანგრეული კედლებიდან ალაგ-ალაგ მყარი კიდეები გვიყვებოდნენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება დუღდა. ოდნავ ზევით, ნასოფლარის მიტოვებული სასაფლაო…  Read the rest of this entry »

 

კურორტი აბასთუმანი და აბასთუმნის ობსერვატორია

IMG_3090 ოლიკო ცისკარიშვილი

კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული. Read the rest of this entry »

 

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე

1462139_10152103894159310_1901993039_nნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში 27 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება. „თსუ-ეკო კლუბი“ აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებულად ნაძვების გადარჩენის მიზნით. Read the rest of this entry »

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ყველაზე მეტი ვიზიტორი ქართველი ჰყავდა

borjomi 004ოლიკო ცისკარიშვილი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველური ბუნების მრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. იგი მოიცავს ხელუხლებელი ტყის, სუბ-ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს. მათ შორის 50 000 ჰექტარი ველური ბუნების ზონაა. ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიის რეგიონში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს. Read the rest of this entry »

 

კლიმატის ცვლილებების შედეგი – ნასახლარი უფლისციხეში

IMG_3521თბილისდან 85 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის კომპლექსის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს სოფელ უფლისციხის ნასახლარია, ცოტა ზემოთ, რამდენიმე მეტრში კი მიტოვებული სოფლის სასაფლაო. Read the rest of this entry »

 

გორის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლები უახლოეს მომავალში გაშენდება

IMG_3445ოლიკო ცისკარიშვილი

გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. Read the rest of this entry »

 

ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა

abasTumani 001გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საამრთალდამრღვევებმა 29 ნაძვი და 347 კვიპტომერიის ჯიშის ხეები მოჭრეს. ამ დროისთვის ხეები უკვე ჩამორთმეული და დალუქულია. Read the rest of this entry »

 

ნუ მოჭრი ხეს – თსუ ეკო-კლუბის აქცია ბორჯომში

1505968_10152116817814310_745507120_oივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი“ უკვე მეორე კვირაა აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებით, ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა „ნაძვის ხე დამზადებული იყოს“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრა ონში

miwisZvra 03დღეს, საღამოს, ქალაქ ონში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა. Read the rest of this entry »