შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება. Read the rest of this entry »