დღეს, საღამოს, ქალაქ ლაგოდეხის დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ გუჯარეთთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
Monthly Archives: ნოემბერი 2013
ლაგოდეხთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს. სამინისტრო, კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი ესქპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი შეფასების დოკუმენტს (Country Environmental Assessment – CEA) მოამზადებს. დოკუმენტში ასახული იქნება არსებული ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების სოციალური და ეკონომიკური დახარჯები; ასევე შეფასდება ქვეყნის შესაძლებლობა გაუმკლავდეს მიმდინარე გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებს. Read the rest of this entry »
ზოოპარკში, ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს
თბილისის ზოოპარკის ბინდარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისის ზოოპარკის ონლაინ გვერდზე ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება”, – ნათქვამია განცხადებაში. Read the rest of this entry »
სხვიტორი-სავანე
სხვიტორი და სავანე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება. სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს. გიდის თქმით, მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, და ამიტომ მნახველს უფლებას არ აძლევენ ფოტოების გადაღების, რომ მუზეუმი მორიგ თავდასხმას აარიდონ… Read the rest of this entry »
საქართველოში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, შავი ზღვის აკვატორიაში, 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
მიწისძვრა ნორიოსთან
თბილისის საზღვრიდან 13 კმ-ში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარტყოფიდან ჩრდილოეთით დახლოებით 5-8 კმ-ში, სოფელ ნორიოსთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 16:52 საათზე დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
,,მეცნიერება, განათლება, კულტურა და სპორტი – რესურსები მშვიდობისათვის’’
ხვალ, 15 ნოემბერს პროექტის ,,ეუთოში – უკრაინის თავჯდომარეობის ინფორმაციულ–ანალიტიკური მხარდაჭერა’’ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხორციელდება დასკვნითი მრგვალი მაგიდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ,,იუნიონისტთა ახალგაზრდული ინსტიტუტი’’ და ,,მხატვართა საერთაშორისო ასოციაციის’’ ნამუშევართა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, ჟურნალისტის, ოლიკო ცისკარიშვილის ერთობლივი გამოფენა. Read the rest of this entry »
ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს…
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა საზღვრისპირა სოფლებში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ახალგაზრდულ კლუბებს გრანტები გადასცეს და სხვადასხვა სახის ინვენტარი ჩაუტანეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ. თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება ცენტრმა „აფხაზეთმა“ კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოავლინა. გამარჯვებული სკოლის კლუბები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ დააჯილდოვა. Read the rest of this entry »
ფილიპინებზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
”სი-ენ-ენ”-ის ცნობით, სამშაბათს ფიპილინების ქალაქებს სან ისიდროსა და ქებუასთან ახლოს 4,8 მაგნიტუდი მიწისძვრა მოხდა. Read the rest of this entry »
ფოთში მწვანე საფარს იღებენ
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ტროტუარისა და ფასადების კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფოთის მერიას, გადაწყვეტილი აქვს, მწვანე საფარის აღება. მოჭრას, გადაბელვას და გადაადგილებას ემქვედებარება, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, რომელთა ასაკი, ათეულობით წელს ითვლის. ამასთან, საზოგადოების ერთმა ნაწილმა, დღევანდელი საპროტესტო გამოსვლით შეაჩერა უკვე დაწყებული პროცესი. დღესვე, ქალაქის საკრებულოსთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავის დასკვნას დადებს. კომისიაში, დარგის სპეციალისტები, საკრებულოს წევრები, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების უფროსებთან ერთად, გარემოსადაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. Read the rest of this entry »