RSS

Monthly Archives: ოქტომბერი 2013

ლეგენდარული ბანა

bana 001ოლიკო ცისკარიშვილი

ბანა, მდინარე ბანას წყლის ხეობაში, მდებარეობს, შორიდან ნანგრევების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ტაძარში შესული მისი სიდიადე გამუნჯებს.

თურქეთის ტერიტორიაზე, ბევრ ქართულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არა პირვანდელი სახით შემორჩენილი სახელი, არამედ ახალი ტოპონიმებით იცნობენ. სოფელს  პენეკი ქვია, ბანასაც პენეკსაც უწოდებენ. სამწუხაროდ, ბანა არაა ერზრუმის ტურისტულ მარშუტში შეტანილი და მასზე არც არანაირი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ტურისმისთვის არა ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, თავისი ისტორიის 15 საუკუნის განმავლობაში უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი იყო. Read the rest of this entry »

 

ფარნაკის კომპლექსი და სისხლის ციხე

farnaki 004ოლიკო ცისკარიშვილი

მდინარე ოლთისის ხეობაში შემაღლებულ ბუნებრივ შთენილზე, რომელიც, სავარაუდოდ, მე-9 მე-10 საუკუნეში მოსწორდა და გამაგრდა, ძლივს ავაღწიეთ. Read the rest of this entry »

 

ხალხის დრო Folk Radio-ში

folkradiohttp://www.youtube.com/watch?v=82KLOqW5ooU&feature=youtu.be

Folk Radio-ში (ფოლკრადიო), რომელიც მაუწყებლობს 99,3 სიხშირეზე, დავით მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა “ხალხის დრო” დაეთმო გარემოს დაცვასა და ამ თემებზე ქართულ მედია სივრცეში გაშუქების პრობლემებს.

აუდიო ჩანაწერი

 

ბრაკონიერები მალთაყვაში

nanadirevi 001ცოტა ხნის წინ, bazieri.ge ზე გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები ქალაქ ფოთის უბან მალთაყვადან. საიტზე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის ქარის დროს მტაცებელი ფრინველების გადაფრენის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ადგილია. პალიასტომსა და შავ ზღვას შორის ყველაზე ვიწრო ადგილი  მალთაყვაშია, მდინარე კაპარჭას ხიდი და მისი მიმდებარე ადგილები. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება მედიაში

folkradioგუშინ, Folk Radio-ში (ფოლკრადიო), რომელიც მაუწყებლობს 99,3 სიხშირეზე, დავით მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა “ხალხის დრო” დაეთმო გარემოს დაცვასა და ამ თემებზე ქართულ მედია სივრცეში გაშუქების პრობლემებს. Read the rest of this entry »

 

ხახულში, დღესაც, მეჩეთია განთავსებული

ოლიკო ცისკარიშვილი

ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რეგიონი, ბაგბაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია – ხახული. ეს არის ქართული ოქრომჭედლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, ბექა და ბეშქენ ოპიზრები ამ სავანეში მოღვაწეობდნენ. ხახულის ტაძარის სამხრეთის ექსპოზიციაზე ძალიან საინტერესო ორნამენტია – არწივი. “თურქებს ასეთი ლეგენდა აქვთ, თუ აქ მოვიდოდნენ მუსლიმანი ქალბატონები და  ამ გამოსახულებას შეთხოვდნენ, უშვილობას კურნავდა, მე თვითონ შევსწრებივარ ასეთ ფაქტს,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 

ყველაზე დიდი ქართული ტაძარი – ოშკი სავალალო მდგომარეობაშია

ოლიკო ცისკარიშვილი

ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ, მოხდა და იოანე ნათლსიმცემლის სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი,  ქართულ ძეგლებს შორი,ს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი. თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ  მეჩეთი განათავსეს. Read the rest of this entry »

 

ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერზე მაღალია

ოლიკო ცისკარიშვილი

თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში არის უმშვენიერესი ბუნების ძეგლი, საინტერესო წარსულის მქონე. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა. თორთუმის ტბის სიგანე  ერთ კილომეტრს აღწევს. Read the rest of this entry »

 

იშხანში რესტავრაცია მიმდინარეობს

ishxani 011ოლიკო ცისკარიშვილი

იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო. თუმცა მასში ჩართულები არ არიან ქართველი რესტავრატორები. Read the rest of this entry »

 

ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან  პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით. Read the rest of this entry »