ისტორიულ ქალაქ შავშეთის ტერიტორიაზე, ამ ნაწილში ფუნქციონირებდა ბაზილიკური ტაძარი, აქვს გვერდზე მინაშენებიც. თუმცა 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. ბოლო პერიოდში მან ფუნქცია დაკარგა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 22/10/2013
ხუდონი სარგებელი თუ პრობლემა
26 ოქტომბერს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება განხილვა ხუდონჰესთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები იმსჯელებენ ხუდონჰესთან დაკავშირებით. მისი აშენება რეალურად პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყანას, თუ სარგებელს მოუტანს. Read the rest of this entry »
სათლეს ციხე – შავშეთის ციხე-სიმაგრე
მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში, მართლაც საინტერესო მდებარეობის მქონე ადგილი, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართულია სათლეს სახელით ცნობილი შავშეთის ციხე-სიმაგრე, რომელიც უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის, მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, რომელიც მომავალში უამრავ ტურისტის მასპინძელი გახდება. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით, რომლებმაც სათლეს ციხემდე გრძელი კიბეები აიარა და ნახევრად რესტავრირებული ციხე-კოშკი იხილა. Read the rest of this entry »
შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს
საქართველოს შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს
22 ოქტომბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ახალი სერვისის – სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაციას წარმოადგენს. Read the rest of this entry »