RSS

Daily Archives: 26/10/2013

იშხანში რესტავრაცია მიმდინარეობს

ishxani 011ოლიკო ცისკარიშვილი

იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო. თუმცა მასში ჩართულები არ არიან ქართველი რესტავრატორები. Read the rest of this entry »

 

ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან  პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით. Read the rest of this entry »