ართვინის პროვინციაში, 1100 წლის ტაძარი, რომელიც დოლის ყანას სახელითაა ცნობილი. მდიდარია ორნამენტებით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი დაკარგულია. გიორგი დვალაშილის თქმით, დოლისყანაზე იყო მზის საათიც, რომელიც 15 წლის წინ უკვალოდ გამქრალა. Read the rest of this entry »
Monthly Archives: ოქტომბერი 2013
ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა
შავი ზღვის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციაში, მდინარე ჭოროხის აუზში, მდინარე ბერთას მარჯვენა შენაკადის ხანძთის წყლის ხეობაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ხანცთა, ადგილობრივები პორტას მონასტერს უწოდებენ. აქ, როგორც ცნობილია, რამოდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შემორჩენილი. Read the rest of this entry »
დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
ოპიზა – ტაძარი, რომელზეც გზა გადის
ისტორიულად უდიდეს სამონასტრო კომპლექსი ოპიზა – ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან სამონასტრო კომპლექსი იყო, მე-5 საუკუნეში რამოდენიმე მართლმადიდებული ტაძრის არსებობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კომპლექსი შექმნა. ამ ადგილზეა ერთ-ერთი ცნობილი ბარელიეფი აშოტ კურაპალატის, რომელიც ტაო-კლარჯეთში 1900 წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა წაიღო და მუზეუმშია დღეს შემორჩენილი. Read the rest of this entry »
სათლეს ბაზილიკა ტაო-კლარჯეთში
ისტორიულ ქალაქ შავშეთის ტერიტორიაზე, ამ ნაწილში ფუნქციონირებდა ბაზილიკური ტაძარი, აქვს გვერდზე მინაშენებიც. თუმცა 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. ბოლო პერიოდში მან ფუნქცია დაკარგა. Read the rest of this entry »
ხუდონი სარგებელი თუ პრობლემა
26 ოქტომბერს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება განხილვა ხუდონჰესთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები იმსჯელებენ ხუდონჰესთან დაკავშირებით. მისი აშენება რეალურად პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყანას, თუ სარგებელს მოუტანს. Read the rest of this entry »
სათლეს ციხე – შავშეთის ციხე-სიმაგრე
მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში, მართლაც საინტერესო მდებარეობის მქონე ადგილი, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართულია სათლეს სახელით ცნობილი შავშეთის ციხე-სიმაგრე, რომელიც უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის, მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, რომელიც მომავალში უამრავ ტურისტის მასპინძელი გახდება. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით, რომლებმაც სათლეს ციხემდე გრძელი კიბეები აიარა და ნახევრად რესტავრირებული ციხე-კოშკი იხილა. Read the rest of this entry »
შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს
საქართველოს შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს
22 ოქტომბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ახალი სერვისის – სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაციას წარმოადგენს. Read the rest of this entry »
ტბეთი
ტბეთის ეკლესია შორიდანვე გამოჩნდა… მის ეზოში ადგილობრივების ფრენბურთის ბადე გაუჭიმავთ და ეტყობა რეგულარულად თამაშობენ. ტბეთის ეკლესიის შესასვლელში წარწერა გვხვდება, სადაც ტბეთის მაგივრად, ტებეტი წერია, ინგლისურ ვარიანტში კი ტიბეტი. თუმცა, ამაყად მდგარ ძველ ტბეთს ამით არაფერი აკლდება, და აქ მოსულ ქართველი ტურისტები, იქვე ჯიხურში კეთილი თურქის მიერ შენახულ სამახსოვრო წიგნში ყველა წერს, რომ ეს 26 მეტრიანი სიმაღლის ტაძარი ტბეთია და არა ტებეტი. Read the rest of this entry »
ჭინჭრობის ეკლესია არტაანის ტერიტორიაზე
ზღვის დონიდან 1850 მეტრზე ისტორიულ არტაანის ტერიტორიაზე, როგორც ვარაუდობენ ჭინჭრობის ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებია. ამჟამად ეს ნანგრევები ნაგავსაყრელადაა ქცეული. სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტაძრის მახლობლად, ორიოდე მეტრში, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც აზიანებს ამ ტაძარს. Read the rest of this entry »