RSS

Monthly Archives: აგვისტო 2013

თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ კლდის ნაწილი ჩამოიშალა

mewyeri 1008დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა გამოიწვია. ამჟამად ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. კვირის ბოლოდან კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათა ცვენისაგან დამცავი ბადის მონტაჟი დაიწყება. Read the rest of this entry »

 

იანვარ-ივლისში საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა

wurid turistebi2013 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 2 მლნ. 797 ათასი 910 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2013 წლის იანვარ-ივლისში, ევრო-პის ქვეყნებიდან საქართველოში 2 მლნ 685 ათას 170 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 96,0%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 27%-ით მეტია.  Read the rest of this entry »

 

ქალი რომელსაც 21 წელია ფეხზე არ გაუვლია და ბინაში ტუალეტიც არა აქვს

invalidi 011ხარაგაულის რაიონში დიდვაკეში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც მაცხოვრებლებს ტვალეტიც არ აქვთ, ცხოვრობს 59 წლის ქალი, რომელსაც 21 წელია ფეხზე არ გაუვლია. ციალა მაღრაძე პატარა ბინაში, რომელიც სახლის დაწვის შემდეგ მისცეს, 21 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ამ ოჯახის პრობლემა ყველა დიდვაკელისთვის ნაცნობია, მეზობლები ხშირად ეხმარებიან, თუმცა…
“მეც გამოვალ იქით ოთახში, იქ ყველა დავეტევით”, – გვეუბნება და ხოხვით მიუყვება დერეფანს ჩაბნელებული ოთახისკენ, გაჭირვებით ფორთხდება სკამზე ემზადება სასაუბროდ. ოთახში ცოტა ხანში უკუნი სიბნელე დადგება, რადგან სინათლის ხაზი უკვე ორი თვეა გადამწვარი აქვთ და შეკეთებით ვერ აკეთებენ. ტელევიზორიც კარგა ხნის წინ გადაეწვათ. Read the rest of this entry »

 

ქუთაისში, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება

Rvinis festivali 03ხვალ, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება!  ფესტივალზე დასწრების მსურველები თბილისიდან გამგზავრებას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით შეძლებენ, რომლებიც მათ სასტუმრო „რადისონის” წინ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დაელოდება.  Read the rest of this entry »

 

ახალი წყალსაცავი 3000-მდე ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს უზრუნველყოფს

samwevisi 001საქარველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია კასპის მუნიცილალიტეტში, თეძამის ხეობაში, მდ.თეძამზე წყალსაცავის მოწყობას გეგმავს.
თეძამის წყალსაცავის მოსაწყობად უკვე დაწყებულია წინა საპროექტო სამუშაოები. წყალსაცავი იქნება 12 მლნ მ3 მოცულობის და სხვადასხვა სარწყავ სისტემებს: სიონის მაგისტრალურ არხს; ჩოჩეთის არხს; Read the rest of this entry »

 

დღეიდან დედაქალაქში ტურისტებს „მობილური გიდები” მოემსახურებიან

nariyalaტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქის სტუმრებს ახალ სერვისს „მობილურ გიდებს” სთავაზობს. კვირაში 3 დღე, პარასკევს, შაბათს და კვირას ქ. თბილისში ტურისტულად დატვირტულ ადგილებში იარსებებს მობილური ჯგუფები, რომლებიც, გამოირჩევიან ბრენდირებული ჩაცმულობით, აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ბეჭდვითი საინფორმაციო-სარეკლამო მასალით და ტურისტებს უზრუნველყოფენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ. Read the rest of this entry »

 

ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიის მცხოვრებლები ევაკუირებულია

კალიფორნიის დაახლოებით 1,5 ათასმა მცხოვრებმა თავიანთი სახლები მთებში გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო დატოვა.
შტატის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ოთხი მეხანძრე დაზარალდა ხანძრის ჩაქრობის დროს და ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.  Read the rest of this entry »

 

ქობულეთით უკრაინელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

qobuleTi02ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტირებით უკრაინელი ბიზნესმენები ინტერესდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ზონაში ოპერირებით უკრაინელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან.
„ამ დროისათვის ქობულეთის ტურისტული ზონით უკრაინელ ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი და მათთნ მიმდინარეობს მოლაპარაკებები”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ტურისტულ ზონებთან მიმართებაში ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახალ ინვესტორებთან ხელშეკრულებებიც სწორედ ამ კანონისა და პირობების შესაბამისად დაიდება. Read the rest of this entry »

 

ომს გამოქცეულები

oliko015ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც გადავწვიტე დამედო… ეკოფაქტი მაინც ეკოფაქტია. ამ ტკივილს ყველა თავისებურად განიცდის, მეც დღემდე მტკივა და ვერ ვერევი… ამიტომაც გადავწვიტე აქ დამედო, იმ დღეების ჩანაწერები… თუმცა აქაც ნაკლებადაა ჩემი შეგრძნებები… მაინც იდოს აქაც…

ოლიკო ცისკარიშვილი
ქუჩებში შიში. ტანკები, იარაღიანი ჯარისკაცები. თვითმფრინავების ინტენსიური ფრენა და გამუდმებით აფეთქებების ხმა. საარტილერიო დაბომბვისგან განადგურებული ქალაქები, სოფლები, პორტები, ხიდები. რუსი ჯარისკაცების მიერ გაძარცვული სახლები, გაუპატიურებული ქალები, დახოცილი კაცები, მოხუცები, ბავშვები. ეს არაა რომელიმე ბოევიკური ფილმიდან ამონარიდი. ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა. ნამდვილად არ ვიცი, ვისი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია ჩემი სამშობლო, ამას მომავალში გავიგებთ, დღეს კი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ჩექმით ითელება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ყველანაირი უფლება. დასავლეთ საქართველოდან ათასობით დევნილია სახლკარისა და საკვების გარეშე დარჩენილი. ათობით დახოცილი კი უპატრონოდაა მიყრილი რუსების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ათობით დაჭრილი კი სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი და სიკვდილს ებრძვის. გაიქურდა სახლები, მაღაზიები, ბანკები, გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებები. დაბლოკილია რუსული ინტერნეტგვერდები. არ მუშაობს ელექტრონული ფოსტაც. იწვება ტყეები და ნაკრძალები. თითქმის განადგურებულია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, რუსული მხარე ამ ფაქტს უარყოფს და ამ ოპერაციას სამშვიდობოს უწოდებს. საქართველოს მშვიდობა დაუბრუნდება და ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება. მანამდე კი დევნილები კარვებში, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობენ. Read the rest of this entry »

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ღამის გათევა 5843 დოლარი ღირს

wurid turistebiმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო სეიშელის კუნძულებზე მდებარეობს. North Island Lodge-ში ღამის გათევა 5843 დოლარადაა შესაძლებელი. სასტუმროში მოხვედრა კუნძულ მაედან ვერტმფრენითაა შესაძლებელი. კუნძულიდან სასტუმროში ვერტმფრენის ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. უნდა აღინიშნოს, რომ North Island Lodge-ის სასტუმრო ნომრის ღირებულების შემდეგ, ძვირადღირებულად ფიჯიში, Laucala-ის სასტუმრო ნომერი ითვლება, სადაც ღამის გათევა 5040 დოლარადაა შესაძლებელი. Read the rest of this entry »