RSS

Daily Archives: 03/08/2013

ომალოში თუშეთობა იმართება

omalo 005სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული “თუშეთობა” გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქარუმ წერეთელი, რეგიონალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტ არჩილ ჭოტაშვილთან ერთად თუშეთს ესტუმრება და სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაულ “თუშეთობას” დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება. Read the rest of this entry »