ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც გადავწვიტე დამედო… ეკოფაქტი მაინც ეკოფაქტია. ამ ტკივილს ყველა თავისებურად განიცდის, მეც დღემდე მტკივა და ვერ ვერევი… ამიტომაც გადავწვიტე აქ დამედო, იმ დღეების ჩანაწერები… თუმცა აქაც ნაკლებადაა ჩემი შეგრძნებები… მაინც იდოს აქაც…
ოლიკო ცისკარიშვილი
ქუჩებში შიში. ტანკები, იარაღიანი ჯარისკაცები. თვითმფრინავების ინტენსიური ფრენა და გამუდმებით აფეთქებების ხმა. საარტილერიო დაბომბვისგან განადგურებული ქალაქები, სოფლები, პორტები, ხიდები. რუსი ჯარისკაცების მიერ გაძარცვული სახლები, გაუპატიურებული ქალები, დახოცილი კაცები, მოხუცები, ბავშვები. ეს არაა რომელიმე ბოევიკური ფილმიდან ამონარიდი. ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა. ნამდვილად არ ვიცი, ვისი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია ჩემი სამშობლო, ამას მომავალში გავიგებთ, დღეს კი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ჩექმით ითელება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ყველანაირი უფლება. დასავლეთ საქართველოდან ათასობით დევნილია სახლკარისა და საკვების გარეშე დარჩენილი. ათობით დახოცილი კი უპატრონოდაა მიყრილი რუსების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ათობით დაჭრილი კი სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი და სიკვდილს ებრძვის. გაიქურდა სახლები, მაღაზიები, ბანკები, გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებები. დაბლოკილია რუსული ინტერნეტგვერდები. არ მუშაობს ელექტრონული ფოსტაც. იწვება ტყეები და ნაკრძალები. თითქმის განადგურებულია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, რუსული მხარე ამ ფაქტს უარყოფს და ამ ოპერაციას სამშვიდობოს უწოდებს. საქართველოს მშვიდობა დაუბრუნდება და ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება. მანამდე კი დევნილები კარვებში, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობენ. Read the rest of this entry »