მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდიდან გმირთა მოედნის ესტაკატამდე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. თამარ მეფის სახელობის ხიდთან ორი ექსკავატორით კლდის ქანების ჩამოშლა მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია მარშალ გელოვანისა და ბელიაშვილის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე. Read the rest of this entry »
Daily Archives: 17/08/2013
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეწყვეტილია
ნადირობის სეზონი იხსნება
17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე). Read the rest of this entry »