RSS

Monthly Archives: აგვისტო 2013

შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

ushba 002შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ „უშბას“ მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს. Read the rest of this entry »

 

„გიორგი სიგუა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა”

bazaleTi 012ზამბიასა და ზიმბაბვეში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა, სადაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე ტურიზმის შესახებ, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე ღია ცის პოლიტიკასა და საავიაციო თემატიკაზე ისაუბრა. მოხსენების შემდეგ გიორგი სიგუა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის პირისპირ შეხვდა, სადაც საუბარი ბატონ რიფაის საქართველოში შესაძლო ვიზიტს, 2017 წელს გენერალური ასამბლეის მასპინძელ ქვეყანდ საქართველოს კანდიდატურის განხილვას, საქართველოს, როგორც ევროპის კომისიის ვიცე-თავმჯდომარის აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის მუშაობაში და სხვა საკითხებს შეეხო. Read the rest of this entry »

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

lanchxutiძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, – აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა, გულნარა ჩიჩუამ დაუდასტურა.
ლანჩხუთის გამგებლის ინფორმაციით, ჭანჭათის გარდა სტიქიამ სერიოზულად დააზარალა სოფლები ზემო და ქვემო აკეთი. როგორც სოფელ აკეთის რწმუნებულმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდ-ბოგირები დაანგრია.  Read the rest of this entry »

 

ურეკში გადაუღებელმა წვიმამ სანაპირო ზოლი დატბორა

urekiდღეს, დილიდან ურეკში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლების თქმით, დატბორიალია ეზოები. წყალი ეზოებში მუხლებამდე დგას, გადაუღებელი წვიმის გამო, წყლის დონე იმატებს და საფრთხეს უქმნის შენობებს. Read the rest of this entry »

 

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეწყვეტილია

mewyeri 1008მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდიდან გმირთა მოედნის ესტაკატამდე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. თამარ მეფის სახელობის ხიდთან ორი ექსკავატორით კლდის ქანების ჩამოშლა მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია მარშალ გელოვანისა და ბელიაშვილის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე. Read the rest of this entry »

 

ნადირობის სეზონი იხსნება

paliastomi1217 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე). Read the rest of this entry »

 

17 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს

baTumi 00317 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათ ატარებს და ორი დღეს გასტანს. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრი ლუდის სმაში, გამარჯვებულებს პრიზად გადაეცემათ ფესტივალის ატრიბუტიკა – ქუდები, სათვალეები, კათხები, მაისურები და ტალონები. Read the rest of this entry »

 

საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

egvipte01საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და “მუსლიმი ძმების” მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. Read the rest of this entry »

 

აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა

zRva 00013დღეს, აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა. დეპარტამენტში დაწყებულია არა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სარეკლამო კამპანიას მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის საერთაშორისო პროექტი „Batumi In Your Pocket” მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. Read the rest of this entry »

 

საქართველოში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04დღეს, დილით, თბილისის დროით 09:48 საათზე საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თბილისიდან 60 კილომეტრში და ქარელიდან კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ქვენაფლავში იყო. Read the rest of this entry »