ძლიერი სეტყვის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფლები დაზარალდა. სტიქიამ ვერხვიანში, შიბლიანსა და ყანდაურაში ვენახები და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. სეტყვის შედეგად დაზიანდა ატმისა და საზამთროს ბაღებიც. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია დილიდან დაიწყებს და ზარალის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწვდის.
ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს სოფლები დააზარალა
26
ივნ