RSS

Daily Archives: 10/06/2013

რუსული მედიის წარმომადგენლების პრესკონფერენცია ტურიზმის საკითხებზე

gvirilebi11 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო რედისონში გაიმართება რუსეთის წამყვანი მედია საშუალებების (ИНТЕРФАКС Туризм, Эхо Москвы, газета Московский комсомолец, Российская газета, RATA-news, РИА Новости) ჟურნალისტების შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან. Read the rest of this entry »

 

ერევანში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა შეხვედრა იმართება

IMG_4382დღეს, დაიწყო შეხვედრა ამიერკავკასიის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის ერევანში. შეხვედრაზე, სადაც განიხილავენ კლიმატის ცვლილებების გაშუქებას მედიაში მონაწილეობენ ჟურნალისტები სომხეთიდან, საქართველოდან (ლაშა ზარგინავა www.ipn.ge, www.tv9.ge და ო.ცისკარიშვილი http://www.ekofact.com), აფხაზეთიდან, ყარაბაღიდან…  შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია გერმანული აკადემიის Deutsche Welle და ინტერნიუსის სასომხეთის ფილიალის მიერ, უძღვებიან ირლანდიელი კიერენ კოკი და გერმენელი ჟურნალისტი ბეტინა რეიგინი. Read the rest of this entry »

 

წვიმამ ათამდე სოფელი დააზარალა

wvima333ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წალკის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ჯონი საბაძის განცხადებით, წალკაში სეტყვამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მისივე თქმით, ძლიერმა სეტყვამ სოფლებში: ბარეთში, ლივადში, იმერაში, საბეჭისში, არსარვანში, ჩოლიანში, გოდაკლარში, ბეშთაშენში და ხანდოში მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნათესები, კერძოდ, მოსახლეობა პრაქტიკულად, კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურის გარეშე დარჩა. Read the rest of this entry »

 

12 ივნისიდან გამოიდარებს

cisaსაქართველოში 12-14 ივნისს გამოიდარებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. ნალექი დღის ბოლოსთვის შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსამდე იქნება, მთელის ქვეყნის მასშტაბით კი 19-24 გრადუსამდე.  Read the rest of this entry »

 

ძლიერი წვიმა თბილისში – მოვარდნილმა წყალმა გლდანულის ხიდი წაიღო

wvima3ძლიერი წვიმის შედეგად,  თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ. Read the rest of this entry »