მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ოთხი სოფლის – კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს. Read the rest of this entry »
Daily Archives: 11/06/2013
მაჭახელას მოსახლეობა კირნახი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
ევროპაში კვლავ წყალდიდობაა
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალდიდობა კვლავ გრძელდება. “ევრონიუსის” ინფორმაციით, გერმანიაში წყლის დონე არ იკლებს და უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს , რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დაფიქსირდა.
თუმცა, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2002 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. ქალაქ ვიტენბერგში მდინარე ელბაში წყლის დონემ 7,85 მეტრს მიაღწია, რაც ნახევარი მეტრით მეტია 2002 წლის წყალდიდობის შედეგად აწეული წყლის დონეზე. Read the rest of this entry »