ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადო ტყეში შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის შედეგად უკვე 360-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს. შტატის ხელისუფლებამ უკვე 38 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 14/06/2013
კოლორადოს ტყეში ხანძარი მძვინვარებს
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა
2013 წლის იანვარ-მაისში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 5 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 მლნ 698 ათას 146 კაცი შეადგინა. მხოლოდ მაისში საქართველოს 406 ათას 555 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მაშინ როდესაც 2012 წლის მაისში მათი რაოდენობა მხოლოს 324 ათას 379 ვიზიტორი იყო. შესაბამისად ვიზიტორების მხრივ 2013 წლის მაისის მონაცემებით, ზრდა 25,3 %-ია. Read the rest of this entry »
კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

„ადრე, რამდენიმე ტონა მოსავალი მოგვყავდა, ახლა იმდენიც არ მოვა, რომ სახლში ბავშებს ვაჭამო,“ – ამბობს არარატის ველზე არსებულ სოფელ მარკაშატის მცხოვრები 58 წლის მესრანიან სურენი და გვაჩვენებს ერთი თვის წინ დასეტყვილ ვენახს და პამიდორი.
ასეთივე მდგომარეობაში, არა მხოლოდ ამ სოფლის 6000 მაცხოვრებელი, რომელთაც სრულიად გაუნადგურდა მოსავალი, 43 სოფლიდან, 23 სოფელში სეტყვამ სრულიად გაანადგურა მოსავალი. მარკაშატში 626 ჰექტარზე სრულიად განადგურდა მოსავალი, 44 ჰექტარზე ხილი და 45 ჰექარზე ყურძენი. Read the rest of this entry »