ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი სიგუა წარადგინა.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გიორგი სიგუას ტურიზმის მიმართულებით შესაბამისი განთლება აქვს მიღებული და ამ მიმართულებით სამუშაო გამოცილებაც აქვს.
გიორგი სიგუა განმარტავს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ის 9 წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა და ამიერიდან მაქსიმალურად შეეცდება საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე იმუშაოს და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უცხოეთის ბაზარზე მეტი ინფორმაცია გაიტანოს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ უახლოეს ხანებში აპირებს საკუთარი გეგმებისა და პრიორიტეტების პრეზენტაციას, რომელსაც ის ჟურნალისტებთან ერთად ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებთან ერთად გააკეთებს.
,,საზაფხულო სეზონი, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა. გეგმები გვაქვს ძალიან ბევრი და უნდა მოხდეს მთავრობის მხრიდან იმის განსაზღვრა, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მშპ-ში ტურიზმის წილი 6,37 %. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გადაიდგას ენერგიული ნაბიჯები, რათა გაორმაგდეს ეს მონაცემები. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ის ტურისტული ადგილები, რომელიც გამოყენებული არ იყო, მოხდეს მათი გამოყენება და ათვისება. მაქსიმალურად ვეცდებით გავაქტიურდეთ გარე ბაზრებზეც”, -განაცხადა გიორგი სიგუამა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიგუა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა მანამადე იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი აშშ-ში. როგორც დღეს გახდა ცნობილი, გიორგი სიგუაა ხელმძღვანელობდა იმ აქციას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაეროში სტუმრობისას მოუწყვეს. სიგუას განმარტებით, ის წარმოადგენდა ,,ქართულ ოცნებას” და შესაბამისად ყველა აქტიობაში მოანაწილეობას იღებდა, თუმცა დღეს წარმოადგენს არაპოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს და შესაბამისად ამ მიმართულებით წარმატებით გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიგუა 2003-2004 წლებში თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ლეიბორისტების” თავმჯდომარის გიორგი გუგავას თანაშემწედ მუშაობდა.