RSS

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი გაიმართა

15 მაისი

nasaydrali 004სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, 2013 წლის პროგრამის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია, ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა და კონტროლი წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფმა საქართველოში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების, ვეტერინარული მომსახურების მდგრადი მექანიზმების და სახელმწიფოს მხრიდან ვეტერინართა ხელშეწყობაზე იმსჯელა. “ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია კერძო ვეტერინარული სტრუქტურების ჩამოყალიბება და გაძლიერება, ასევე ვეტერინარიის, როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს და განავითარებს სოფლად ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის, სერომონიტორინგის, სხვადასხვა დაავადებების და ცხოველთა გადაადგილებაზე კონტროლის მექანიზმებს”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ.
სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები წარადგინეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის აზრით, სასურველია თუ შეიქმნება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზოონოზური დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრის მიმართულებით იმუშავებს
ფორუმს მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე ხელმძღვანელობდა.

 

დატოვე კომენტარი