ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ხე–ტყის უკანონოდ ჭრისა და დამზადების ფაქტზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. დააკავეს. Read the rest of this entry »
Monthly Archives: აპრილი 2013
სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოღეს
ხეების დარგვის დღე სამხრეთ კორეაში
სამხრეთ კორეის ბევრი მკვიდრი, უბნის გამწვანებაში არის ჩართული.
ხეების დარგვის დღე – მთავრობის კამპანიის გამწვანების გადაწყვეტილებით დაარსდა. მთავრობის პირმა პაკ ჩჟონ ხიმ, თავისი კამპანიის პარგლებში, კორეის ხეების გამწვანება გადაწყვიტა, რის შედეგადაც დაარსდა ეს დღესასწაული. როგორც ცნობილი გახდა, ეს კამპანია საკმაოდ წარმატებბული აღმოჩნდა. Read the rest of this entry »
არგენტინაში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წყალდიდობის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. წყლის სიმაღლემ 1,5 მეტრს გადააჭარბა. Read the rest of this entry »
სიწმინდის დღესასწაული ცინ მინი
ცინ მინის დღესასწაული – გამწვანებულ მიწაზე გასვლის პირველი დღე.
დღესასწაული ცინ მინი – სიწმინდის დღესასწაულია, რომელიც მზიან და ნათელ ამინდს უკავშირდება. ცნობილია, რომ ამ დღეს ინი და იანი ერთამენთთან სრულ ჰარმონიაში და დაბალანსებულია. ცა (იანი) ანაყოფიერებს დედამიწას (ინს) და ბადებს ახალ სიცოცხლეს. Read the rest of this entry »
საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით
4 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ევროკავშირის ,,Twinning” პროექტი დასრულდა
დღეს, 3 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის”ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში დასრულდა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალურ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას. Read the rest of this entry »
სანატორიუმი უჯარმა – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის სასწაული
თბილისიდან ოციოდ კილომეტრში, კახეთში, უჯარმის ციხემდე არ მისული, საგარეჯოს რაიონში, სამკურნალო კურორტია, რომელიც ცოტამ თუ იცის. სოფელი უჯარმისთვის, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს კურორტი “უჯარმა”. სპეციალისტთა თქმით, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა შემდეგი დაავადებების დროს: პოლიოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი (მარილების დაგროვება), სპონდილოზი, სპონდილოართროზი, რევმატიზმი, რევმოპოლიართრიტი; მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში; ჰიპერტონული დაავადება; თრომბოფლებიტი; პერ. ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი); ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებები (ვეგ.დისტონი; საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ.ანთებები; კანის დაავადებები (მშრალი ეგზემა, ფსორიაზი); ენდარტერიტი და სხვ. Read the rest of this entry »
ფრინველების საერთაშორისო დღე
დღეს მთელი დედამიწა ფრინველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Read the rest of this entry »
შუამთა
შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »




