RSS

პრობაციონერებმა შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზა დაასუფთავეს

24 აპრილი

SiomRvime 02პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოაწყეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, აქციაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციონერებმა სკვერის ტერიტორია და მისი მიმდებარე ტყის მასივი პოლიეთილენის ბოთლებისგან და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეებს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებიც დაახმარა.

http://www.ipn.ge

 

დატოვე კომენტარი