RSS

გარემოს დაცვის სამინისტრო სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის განხილვას იწყებს

24 აპრილი

yvarlis tba 019საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვას იწყებს. დოკუმენტის შემუშავებში ჩართულია „ავსტრიის ფედერალური ტყეები” (OBf). პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ხუთშაბათს, 25 აპრილს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში, სატყეო დარგის ექსპერტთა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, სამეცნიერო და საზოგადოებრივი სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პირველადი განხილვაა, რის შემდეგაც პროექტი კომენტარებისთვის გამოქვეყნდება და საჯარო განხილვა დაინიშნება.

შეხვედრას წინ უძღვოდა საქართველოს რეგიონების ინფორმირების პროგრამა სატყეო დარგში დაგეგმილი რეფორმის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა.

 

დატოვე კომენტარი