RSS

სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოღეს

05 აპრილი

nu moWri xes 5ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ხე–ტყის უკანონოდ ჭრისა და დამზადების ფაქტზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. დააკავეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადამცველებმა დაკავებულის სატვირთო ავტომანქანიდან 14 კუბური მეტრი დამუშავებული ხის მასალა ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ხაშურში სარეალიზაციოდ გადაქონდა.

სამინისტროს აღნიშვნით დაკავებულს სავარაუდოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.

http://www.epn.ge

 

დატოვე კომენტარი