ჩელიაბინსკის რეგიონში, ჩებარკულის ტბასთან ჩამოვარდნილმა მეტეორმა 6 მეტრიანი ორმო წარმოქმნა. ჩამოვარდნის ადგილზე, მეტეორის ერთ-ერთ ფრაგმენტს სამხედროებმა გამოკვლევა ჩაუტარეს, მათი ინფორმაციით ამ რეგიონში რადიაციული ფონი ნორმას არ აღემატება.მხოლოდ სამი ადგილია ნაპოვნი, სადაც დიდი ნატეხი ჩამოვარდა. ორი მათგანი ჩელიაბინსკის რეგიონშია ნაპოვნი, ხოლო მესამე ზლატოისკოვსკის რეგიონში. ამის გარდა, ჩებარკულსკის რაიონში რამდენიმე პატარა მეტეორის ნატეხია ნაპოვნი.
ბოლო ინფორმაციით, 985 ადამიანია დაზარალებული, 43 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 მძიმე მდგომარეობაშია, დაღუპულები არ არიან, იუწყება NEWSru.com.
მოამზადა შალვა მამუკაშვილმა