რამდენიმე წუთის წინ, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საცხოვრებელ სახლებზე გადასულა, თუმცა ხანძარმა უმნიშვენლოდ დააზიანა ავტოსადგომების ფარეხები.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ფოტო: ეკა სოსელია






















