ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს.ღონისძიების მიზანს წარმოადგენს პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება.
სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილება: – საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები – საკანონმდებლო ხარვეზები და მათი პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს ტყეების მართვისა და დაცვის პრობლემები; ბუნებრივი რესურსების მართვა; განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხები; ენერგეტიკული პროექტები და მათი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.