შობის დღესასწაულზე საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება. 9 იანვარს კი თოვლია მოსალოდნელი.
საქართველოს მასშტაბით 7 და 8 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი.