რთული ოპერაციისა და დიდი ნარკოზის შემდეგ, სპილო გრანდმა გაიღვიძა, ფეხზეც დადგა და ჭამაც დაიწყო.
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სპილოს, რომლის სახელიცაა გრანდი, დღეს ოპერავია გაუკეთეს. ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერ-ჯერობით გრანდის გაღვიძება ვერ ხერხდება.
კვირას, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში გაიმართება გორის ღვინის ფესტივალი.
ორგანიზაცია “Geo-Eco Alliance”, გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია”-ს ფარგლებში იღებს ეკო-ბანაკის 17-დან – 23 წლამდე ასაკის მონაწილეებს. 17-18-19 ოქტომბერს სოფელი კაცხის მიდამოებში, სადაც დაგეგმილია ქარსაცავი ზოლის გაშენება გაიმართება კარვები და შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები.
ხანჩალის ტბა, (აკაკი მაისურაძის თქმით, ხანჩალი გვიანდელი სომხური დამახინჯებაა… ძველად იყო ,,ხვანჭალა”, ძველ ქართულად – ,,ხვანჭალის ტბა” და არა არმენიზებული ხანჩალა) რომელიც მდებარეობს, ჯავახეთში, ნინოწმინდიდან ხუთ კილომეტრში, ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ტბის აუზის ფართობი 182 კმ/მეტრია. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილის თქმით, ტბა, რომლის სუღრმე არ არემატება, 0,8 მ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის,თუკი აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მაგალითად, გაკეთდება ტბამდე მისასვლელი საცალფეხო ხიდები, ანდა ვიზიტორებისთვის შეიქმნება სანაოსნო ტურები.
უძველეს ფშავურ საკვებ პროდუქტს – დამბალხაჭოს – არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამოდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი ბოლის ზევით ჰკიდია. გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში.
დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწერა ამ თემაზე, საიდან დამეწყო… იქიდან, რომ ამ შენობას ვერ გაარკვევ რა ფუნქცია აქვს, იქ მდებარე არქეფაქტებივით უძველესად რომ გამოიყურება და ფეხაკრეფით სიარულისაც კი კედლები ისე ზანზარებს, რომ გგონია, რომ ვიტრინებიდან თავზე დაგემხობა ყველაფერი. თუ დამეწერა, რომ ძალიან მაგარი წარსულის ერი ვართ და ამაყად მეთქვა, რომ ამ შენობაში, სწორედ აქ, ინახება არქტეფაქტები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ითვლის ასაკს… და რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ამგვარი ნივთების მათ ქვეყანაში გამოფენას… რომ ტურისტებისთვის, სამეცნიერო თანამეგობრობისთვის, სტუდენტებისთვის, მოწაფეებისთვის საოცნებო ნივთები ინახება…
არ ვიცი სიამაყემ შემაწუხოს, თუ სირცხვილმა, თუ დარდმა… ვერც ერთ გრძნობას ვერ მოვერიე. ამიტომ უბრალოდ აღვწერ:
ქალაქ ფოთში, ფოთის საკათედრო ტაძრის შესასვლელთან, კოშკი დგას. ეს კოშკი ნიკო, ნიკოლაძის კოშკის სახელითაა ცნობილი.
ნიკო ნიკოლაძის, ხუთსართულიანი, კოშკი – ქალაქ ფოთისათვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. კოშკის რეკონსტრუქცია-შენარჩუნება ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. თავისი მოღვაწეობის წლებში, ქალაქ ფოთის თავი, ამ კოშკში ცხოვრობდა.
ფოთის იპოდრომში ფოთის მერიის მოწყობილი მედიატურის წყალობით მოვხვდი. ბედმა გამიღიმა და ყველაზე მამაც ცხენზეც კი ვისეირნე, მართალია სხვების დახმარებით, მაგრამ მაინც…
აი, ჯირითით კი სხვებმა იჯერეს გული.
იპოდრომი, ეს კიდევ ერთი ობიექტი ფოთში, რომლითაც ტურისტების დაინტერესება შეიძლება, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. არადა, თავის დროზე, ტურისტებისთვის კოტეჯებიც კი აშენდა, რომელიც ახლა უიმედოდ და უფუნქციოდ გამოიყურება.
შავ ზღვაში გასულებს უამრავი იალქნიანი ნავი გვხვდება, რომლებსაც პატარა გოგო-ბიჭები მართავენ… მოგვიანებით ვგებულობთ, რომ ზოგი ადგილობრივია, ზოგიც თბილისიდანაა ჩამოსული შეჯიბრებაზე.
ადგილობრივ კლუბს, კი რომელიც ერთადერთია შავიზღვისპირეთში, მხოლოდ ოთხი ასეთი ნავი აქვს. კლუბში გაწევრიანების მსურველები კი ძალიან ბევრია. ამჟამად კლუბში ირიცხება 30 ბავშვი, რომლებიც დიდი სიამოვნებით შედიან ზღვაში და ეუფლებიან საზღვაო ხელოვნებას.