ახალციხის მუნიციპალიტეტში, 6 ოქტომბერს, აწყურის ციხის ფასადი ჩამოინგრა.თემის რწმუნებულის ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ჩამონგრეულია აწყურის ციხის ფასადი.
ჩამოინგრა აწყურის ციხის ფასადი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
ტყიბულში მიწისძვრისას შახტა ჩამოინგრა
თბილისის ზოოპარკში სამი ვეფხვის ბოკვერი დაიბადა
იაპონიაში ვულკანის გააქტიურების შედეგად დაკარგულია 16 ადამიანი
საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა
გუშინ, 1 ოქტომბერს, პროგრამა ,,საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზიაციამ“ საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გამართა. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმრო ,,ამბასადორში“, სადაც მოწვეულნი იყვნენ USAID-ის და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ნარჩენების მართვის რეგულაციის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი და სატყეო დეპარტამენტის უფროსი – კარლო ამირგულაშვილი.
გადაუდებელი დახმარებისთვის დარეკეთ 112
“ბულაჩაურის დაჩების” გასაჭირი – მოვარდნილი ქვა-ღორღით დაფარული სახლები
“გარეთ ვისხედით, შებინდებული იყო და უცებ საშინელი ხმა გავიგეთ, გვიახლოვდებოდა, გაქცევასაც ვერ მოვასწრებდით. გაოგნებულები ვუყურებდით როგორ მოდიოდა ქვა-ღორღი. ამ ქვა-ღორღს როგორი ხმა ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?” – გვიყვება 69 წლის მ. ძაბისაშვილი.
ჟურნალისტების აქცია გორში
გორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებების და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. „დიას“ ყოფილ თანამშრომლებს ხელში ეკავათ შრომითი ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი ის მუხლები, რომელიც, მათი აზრით, უფლებების შემლახავია. მაგალითად, ზოგიერთი მუხლის თამახმად, „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიონალური მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის ყველა ბრძანება“. „ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე, მათ შორის კრედიტორების შესახებ“. „დაქირავებულს გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალება კონკურენტ კომპანიაში მუშაობიას დაწყება.“ -სწორედ ეს მუხლები გახდა ჟურნალისტების პროტესტის და მათი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი ჟურნალისტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა. მისი აზრით, მონაპოვარს, რომელსაც თავისუფალი მედია ჰქვია, დაცვა სჭირდება.
სოფელს დახმარება სჭირდება – გესმით?
ორიოდე დღის წინ, არასამთავრობო “სიდას” ორგანიზებით დუშეთის რაიონში მედიატური მოეწყო, რომელიც “ახალი ეკონომიკური შესახლებლობების ინიციატივა” (NEO) ფარგლებში მოეწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. ამ პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების დახმარების უზრუნველყოფა.
“სიდა” აღნიშნულ პროექტს აღმოსავლეთ საქართველოს ორი რეგიონის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის 44 თემში ახორციელებს.










