დღეს, კონკურს „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“-ს ფინალური ტური გაიმართა, სადაც აღმოსავლეთ საქრთველოს სკოლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა; 1) რუსთავის 2 საჯარო სკოლა. 2) დმანისის მუნიციპალიტეტი სოფ. მაშავერის საჯარო სკოლა. 3) გორის მუნიციპალიტეტ სოფ. ძევერის საჯარო სკოლა; 4) ეკო კლუბის რჩეული თბილისის 183-ე საჯარო სკოლა. 5) ჟიურის სიმპატია სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფ. ვაქირის საჯარო სკოლა.
„ჩემი თვალით დანახული ჭაობი“-ს ფინალური ტური
უძველესი ბიბლიოთეკა ორმილიონამდე წიგნით
“ცოდნა იმითაა კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის… ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომებული და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდის..” ილია ჭავჭავაძე
ზანდუკელის ქუჩის დასაწყისში, ზუსტად მეტრო რუსთაველის თავზე, უძველესი ბიბლიოთეკაა. ძველი კარტოთეკებით, ანბანური საძიებლებით და უნიკალური ოქროს ფონდით (სამწუხაროდ, ბიბლიოთეკას არა თუ ელექტრონული სისტემა, კომპიუტერებიც და ინტერნეტიც სანატრელი აქვს). ვიდრე არქივამდე მიხვალთ, ლიტერატურის განყოფილებაა, სადაც ორი სათნო, ჭაღარა ქალბატონი ემსახურება მკითხველსა და უძველეს წიგნებს რუდუნებით უვლიან. ბიბლიოთეკის მეორე სართულზე, დღემდე ცხოვრობს თითქმის საუკუნოვანი, უნიკალური ბიბლიოთეკის დამაარსებლის ქსენია იოსელიანის ქალიშვილი, 86 წლის ნუნუ იოსელიანი, რომელიც ამჟამადაც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს.
ჩემი თვალით დანახული ჭაობი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში: „ჩემი თვალით დანახული ჭაობი’’. Read the rest of this entry »
კონფერენცია “მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო”
ხვალ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, “გეოეარი” და “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ტარდება პროექტის “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში. კონფერენცია მიეძღვნება გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნება სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, “მწვანე არქიტექტურის” თანამედროვე ტენდენციების საკითხები.
შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარზე ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი გამოვლინდა. ადგილზე კარგად იკითხება მოკირწყლული სავალი ნაწილი, რომლის უძრავ კულტურულ ფენებში გამოვლენილი კერამიკული მასალა ნაქალაქარს ძვ. წ. აღ XII-IX სს ათარიღებს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის წინასწარი განსაზღვრით ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული. არქეოლოგები ამ კატასტროფის თარიღს ძვ. წ. IX ს. ვარაუდობენ.
კალანდა :) ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას
ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა.
თუშეთიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს.
ნაძვის ხე და ჩიჩილაკი არ გადაგდოთ ნაგვის ურნაში!!!
“ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ: სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვენენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.
ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ – მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.
ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტობრივად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ხოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს… რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.
თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.
დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.
მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე.







