შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად, ახალი კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს აღსრულება ევალება.
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება
სვანეთში არამატერიალური ნიმუშების ინვენტარიზაცია დასრულდა
200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდაა. მაშველებმა ასამდე ავტომანქანაც გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ნინოწმინდის რაიონში საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. Read the rest of this entry »
კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ. საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით, ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.
სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ. Read the rest of this entry »
ახალი წელი გერგეთზე და უღელტეხილზე დარჩენილი მგზავრები
ეს ვიდეო მოგვაწოდა პაატა ჭყონია, რომელიც ორიოდე დღის წინ ტრავერტინებთან ნამქერისა და თოვლის გამო, უღელტეხილზე ჩარჩა. მან და მისმა მეგზურებმა უხელტეხილი ფეხით გადმოიარეს. მისი თქმით, არც თუ ისე კატასტროფა იყო გზაზე, უბრალოდ, გზა არ გაწმინდეს და ხალხი შუა გზაში დატოვეს. უბრალოდ, ნიჩაბი რომ გვქონოდა გზას თავად გავწმინდავდით. მანქანების არ გაშვებამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. მისი თქმით, ხვალ და ზეგ უფრო გაძნელდება ტრანსპორტის მოძრაობა Read the rest of this entry »
SOS: ტრავერტინებთან, ზვავებს შორის ჩარჩენილი ადამიანები ამაოდ ელიან შველას
ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
ძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”
ბათუმში ნაძვის ხე იწვის
ბათუმში ერას მოედანზე ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხე იწვის. თვითმხილველების თქმით, გაურკვეველია როგორ მოეკიდა საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი და იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახური დროულად მოახდენენ ცეცხლის ლიკვიდირებას და ხანძარი არ მოედება სახლებს.
ფოტო მოგვაწოდა როინ გუნდაძემ
გადაღებულია ხვიჩა მამულაძის მიერ
საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში
25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორიის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.






