RSS

ქალაქი ფოთი, ისტორიული ფაზისის შთამომავალი

14 დეკ

ნინა ლორთქიფანიძე

შავი ზღვის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი ფოთი, რომლის წარმოთქმის დროსაც ყველას გონებაში – ფაზისი, ოქროს საწმისი და არგონავტები მოსდის უდიდესი ტურისტული პოტენციალის ქალაქია. ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ეროვნული პარკები, ტბები და ზღვა – განა რა არის საჭირო მეტი ადამიანისთვის ვისაც მოგზაურობა უყვარს.

თანამედროვე ფოთის სახელი და მისი განაშენიანება საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტის, ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. ნიკო ნიკოლაძეს ქალაქ ფოთის დაგეგმარებაში გერმანელი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკი დაეხმარა, მან კი ფოთი პარიზის ბულვარის მსგავსად დააპროექტა. ნიკოლაძემ ქალაქის ცენტრში, მთავარ მოედანზე ტაძარი ააშენა, რომლის ირგვლივაც კი პარიზის მსგავსად თორმეტიი ქუჩა გადის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელია, სამწუხაროდ სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთის ქუჩებში გადაადგილებისას ტურისტებს ნამდვილად ვერ შეხვდებით. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი – მოუწესრიგებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროების მწირე აჩევანი თუ ქალაქის ნაკლები პიარი?! ალბათ ყველა მიზეზი ერთად ახდენს გავლენას, ქალაქ ფოთის ტურისტული პოტენციალის დაქვეითებისას.

ჩვენ კი ვსაუბრობთ ტურისტული პოტენციალის არსებობაზე, თუმცა ქალაქი იმთავითვე არ იყო გათვლილი როგორც ტურისტული ზონა, პირიქით მისი ძირითადი დანიშნულება  ინდუსტრიული იყო. ფოთის პორტს ხომ შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. თუმცა დღეს 21-ე საუკუნეში, ევოლუციების ხანაში, ინდუსტრიულ ქალაქად გათვლილმა ფოთმა, რატომაც არ უნდა შეითავსოს ტურისტული ქალაქის სტატუსიც?! მითუმეტეს, როცა ამის პოტენციალი ამ ქალაქში ძალიან მაღალია. ბოლო რამდენიმე წელია, წინა წლებთან შედარებით უფრო ხშირად ეწყობა სანაოსნო ტურები პალიასტომის ტბაზე, კერძოდ კი მდინარე ფიჩორზე, ასევე კოლხეთის ეროვნული ნაკრძალიც სისტემატურად იღებს როგორც ადგილობრივ ასევე, უცხოელ ტურისტებს. ასევე არანაკლებ საინტერესოა ფოთის პორტის შუქურა, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა და მისი კონსტრუქცია, თუ ისტორია დიდ დაინტერესებას იწვევს მნახველებში.

ტურისტების ზრდის სურვილზე მიუთითებს ბოლო დროს განხორციელებული პროექტები. ქალაქში სრულიად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლდა ცენტრალური პარკი, გაიხსნა საერთაშორისო დონის სავაჭრო ცენტრი, მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია და დამონტაჟდა ტურისტული სენსორული ეკრანები.

ტურისტული სენსორული ეკრანები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მასში ძალიან მალე ჩაეშვება ტურისტული აპრიკაცია, რომელიც ჩამოსულ ტურისტებს გაუადვილებთ ქალაქში ტურისტული მარშუტებისა და ყველა საჭირო ინფორმაციის გამარტივებულ რეჟიმში მიღებას. პროექტი განახორციელა  ,,LDIC- ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრმა’’. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ზერაგია, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული სენსორის დამონტაჟება ტურისტული პოტენციალის ზრდას ხელს შეუწყობს და ეს ქალაქ ფოთისთვის ახალი წარმატებული ნაბიჯი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ.

საოცარი პოტენციალისაა მალთაყვის სანაპირო ზოლი, რომელსაც გარს აკრავს კოლხეთის ეროვნული პარკი. სანაპიროზე არსებული ქვიშა არის მაგნიტური და აქვს სამკურნალო ეფექტი,რის გამოც ისე ერთ-ერთი მოწინავე უნდა იყოს, თუმცა მისი განაშენიანება არ აძლევს ტურისტებს საშუალებას აღნიშნულ ადგილას დრო კარგად გააატარონ. მალთაყვის სანაპიროსთან ახლოსაა ხელოვნურად შექმნილი ,,ოქროს ტბა’’, რომელზეც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატი მოეწყო ნიჩბოსნობაში. დროთა განმავლობაში ტბის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა განადგურდა და დღემდე არ შეინიშნება რესტავრაციის ნაპერწკალიც კი.

ფოთი და ფოთელები დღემდე ცდილობენ დიუმას სიტყვების საპირისპირო დაამტკიცონ და ეს არც ისე რთულია, ვინაიდან შეუძლებელია მსგავსი ისტორიის, ფლორისა და ფაუნის მქონე ქალაქის მსგავსი სიტყვებით მოხსენიება – ,,ფოთი სამოთხეა დედამიწაზე ღორებისთვის’’. ალბათ დამეთანხმებით რომ ზედმეტად შეუფერებელი ეპითეტია ისტორიული ფაზისითვის.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 14/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s