ოლიკო ცისკარიშვილი
„სექსუალური განათლება“ – ხმამაღლა ნათქვამი ისე ჟღერს თითქოს კამასუტრას სწავლებას ან პორნოგრაფიაში კარგად გარკვევას ნიშნავს. თუმცა ასე არ არის და „სექსუალური განათლება“ მოიცავს გოგონებისა და ბიჭებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ზრდასრულებისთვისაც, ისეთ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ვაღიარებ, რომ ნახევარ საუკუნეს მიღწეულმაც კი არ ვიცი, ბევრი ისეთი რამ, რაც ჩემს სექსუალურ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან ოჯახი, საზოგადოება იმდენად ტაბუირებულად თვლიდა ამ თემაზე ლაპარაკს, რომ საერთოდ არაფერი გამეგებოდა ადამიანის ფიზიოლოგიაზე და მით უმეტეს ჯანმრთელობაზე, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.
