ევროპის გუნდი: ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

- ევროკავშირის ბანკი გამოყოფს 34 მილიონ ევროს საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის.
- ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის გარანტით, საგარეო დაკრედიტების მანდატის ფარგლებში.
- დაახლოებით 500,000 ადამიანი 1000 სოფელში ისარგებლებს სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესის განვითარებას.
- ევროკავშირის მიერ გარანტირებული ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი, მხარს უჭერს საქართველოსთვის ციფრული კავშირის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივის ფარგლებში.