RSS

Daily Archives: 20/09/2018

ხუთი დღით „მდიდარი“ – ანუ საყოველთაო დაზღვევა თუ ბლეფი

აქ ნაოპერაციები ფეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყოს ეს პაწაწინა ანგელოზი 🙂

ოლიკო ცისკარიშვილი

ხუთი დღის წინ, ჩვენი ოჯახისთვის, ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, გავაკეთებდი სადილს, გადავიდოდი ჩემს ძველ მეზობელ-მეგობრებთან, რომლებიც გვერდით კორპუსში ცხოვრობენ, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ამ ქვეყნისა თუ ოჯახების საჭირბოროტო საკითხებზე… სწორედ, სადილის მზადების პროცესში ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ გადაწვიტა, სამზარეულოს სკამის შეკეთება, რომელიც გვარიანად შელახულია. ალბათ, წინა დღეს, ჰოლანდიიდან ჩამოსული ჩემი ძმის სტუმრობის გამო, გადაწყვიტა ხელი შეევლო. ე.წ. „ბალგარკა“ (რკინის/ხის საჭრელი მრგვალთავიანი ინსტრუმენტი), რომ აიღო ხელში ცოტა კი შევშინდი და ვთხოვე, ძმისთვის დაეცადა და ერთად გაეკეთებინათ, თუმცა არ დამიჯერა. სამიოდე წუთში კი, სისხლში ცურავდა, ეს საბედისწერო ინსტრუმენტი, ხელიდან აუცდა და ფეხის ტერფი გადაიჭრა, ფაქტობრივად, ბოლომდე. ალბათ, გინახავთ საშინელებათა ფილმებში, როგორც ხდება, სწორედ ისეთი სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ და უკვე მეხუთე დღეა, თვალებიდან არ ამომდის, გადახსნილი ფეხი, სისხლი, ხორცი… პირველი წამები დაბნევის გარეშე ვმოქმედებდი –  „ბალგარკა“ გამოვრთე, ტელეფონი ავიღე და 112-ზე დავრეკე, თუმცა როგორი ადეკვატური ვიყავი და როგორ ვლაპარაკობდი ეს არ მახსოვს… არ დაიბნა ჩემი უმცროსი ვაჟიც – ფეხზე მაისური გადაახვია, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, გულწასული მამის მოტრიალებაც შეძლო. საბედნიეროდ, ზუსტად ორ წუთ ნახევარში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. Read the rest of this entry »