RSS

Daily Archives: 17/09/2018

ჰესები – ინვესტიცია თუ საფრთხე

ნაწილი პირველი

ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე კვირის წინ, გარემოსდამცველ ორგანიზაციების ვებ-გვერდზე წავიკითხე, რომ სომხეთმა შეწყვიტა მცირე ჰესების მშენებლობა. ცოტა ხნის წინ, კი სომხეთში ვიზიტისას, კოლეგებთან პირადად გადავამოწმე ინფორმაცია, მათაც დამიდასტურეს და დაამატეს, ჰესები იმდენად დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, რომ მთავრობამ გადაწვიტა, ჰესების მშენებლობა აეკრძალა.

საქართველოში, კი კიდევ მინიმუმ ასი ჰესის მშენებლობა იგეგმება და ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სწორედ, ჰესების მშენებლობის წყალობით, დაძლევს საქართველო ეკონომიკრ კრიზისს. თუმცა ამას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები. საქართველოში, დღეისათვის 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას, ამას კი ემატება ჰესების მშენებლობით გამოწვეული სტიქიკური მოვლენების გააქტიურება და ამ მოსახლეობის უფრო მეტად საფრთხეში ჩაგდება.

ჯერ კიდევ, 2012 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში, ჰესები უნდა აშენდეს, მათ შორის გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი,  დარიალჰესი. მათგან ორი უკანასკნელი აშენდა და გარემოს დამცველთა პროგნოზიც გამართლდა. Read the rest of this entry »