საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოქმედი ჟურნალისტებიდან, მხოლოდ სამი ჟურნალისტისთვის მიეცა ინტერვიუ – ისიც მხოლოდ ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქ–შოუს წამყვანებისთვის – ეკა კვესიტაძე (რუსთავი 2), დიანა ტრაპაიძე (ტვ პირველი) და ირაკლი ჩიხლაძე (ტვ იმედი).
„დღეს, რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს. ყოფილი პრემიერი მოსახლეობას ტელეეთერიდან მოსახლებას უმტკიცებს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ ამჩნევს, რადგან რუსთავი 2 საპირისპიროს ამტკიცებს.
ალბათ, ის, მედიაში მხოლოდ ტელევიზიებს მოიაზრებს და არ იცის, რომ ქვეყანაში კიდევ უამრავი ჟურნალისტია, რომელიც ობიექტურად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის თავისუფალი ჟურნალისტებიც, ბლოგერებიც. Read the rest of this entry »